დეპარტამენტი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტი დაარსდა 2003 წელს მანქანური სწავლების სამეცნიერო და სასწავლო ცენტრის ბაზაზე, რომელიც შეიქმნა 1999 წელს პროფესორების ოთარ ვერულავასა და რამაზ ხუროძის თაოსნობით.
ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის მიზანია ისეთი სპეციალისტის მომზადება, რომელიც რეალური ამოცანების კომპიუტერის საშუალებით გადაწყვეტისას, კლასიკურ მიდგომებთან ერთად გამოიყენებს იმ მიდგომებსა და ინსტრუმენტებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის ინტელექტისთვის დამახასიათებელ ფუნქციებს.
კურსდამთავრებულის დასაქმება შესაძლებელია ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომლის საქმიანობაც დაკავშირებული იქნება მონაცემების კომპიუტერულ დამუშავებასთან და ანალიზთან.
კურსდამთავრებულის დასაქმება შესაძლებელია ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომლის საქმიანობაც დაკავშირებული იქნება მონაცემების კომპიუტერულ დამუშავებასთან და ანალიზთან.
საქართველოში ასეთ ორგანიზაციებად შეიძლება დასახელდეს:
საბანკო-საფინანსო ორგანიზაციები (მონაცემთა ანალიზი, დაზღვევა, საბირჟო თამაშები, საკუთრების მართვა, რისკების შეფასება და პროგნოზირება, და ა.შ.);
ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო ორგანიზაციები (სამომხმარებლო ბაზრის სეგმენტაცია, მიზნობრივი მარკეტინგი, პროდუქტის პოზიციონირება, ბაზრის მოვლენების და სოციალური პროცესების პროგნოზირება,);
სამედიცინო დაწესებულებები (სამედიცინო დიაგნოსტიკა, ბიოსამედიცინო გამოსახულებების ანალიზი);
პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები (რესურსების განაწილება, და ფასების დადგენა მაქსიმალური მოგების მიღებისთვის, წარმოების პროცესის ინტელექტუალიზაცია);
კომპიუტერული თამაშების მწარმოებელ კომპანიები (თამაშის პერსონაჟთა ქცევის ორგანიზება);
უსაფრთხოების სტრუქტურები (უსაფრთხოების ბიომეტრიული სისტემები, ადამიანთა იდენტიფიკაცია, ავტორიზაცია, დაშვება);
მუზეუმები (გამოსახულებათა ანალიზი);
საჯარო რეესტრი (გამოსახულებების ანალიზი (კადასტრი, რუკები) );
ოფისები: (მონაცემთა ბაზებში არსებული მონაცემების ანალიზი, სამუშაოთა განრიგის განსაზღვრა (ქსელური დაგეგმვა),
ბუნებრივ-ენობრივი ინტერფეისების შემუშავება და მანქანური თარგმანი, ნაბეჭდი და ხელნაწერი ტექსტების ამოცნობა);
კრიმინალისტური ანალიტიკური სტრუქტურები: (ხელნაწერის, ხელმოწერის, პიროვნების იდენტიფიკაცია, გამოსახულებების, მონაცემების ანალიზი და კლასიფიკაცია და სხვა);
პროგრამული უზრუნველყოფების მწარმოებელი ფირმები;
სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრები.
სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციები;
გასამხედროებული ან სამხედრო სფეროში მომუშავე ორგანიზაციები.
მსოფლიოს მრავალი ცნობილი უნივერსიტეტი ამზადებს სტუდენტებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.
მათ შორისაა:
მანჩესტერის უნივერსიტეტი, ლონდონის სამეფო კოლეჯი, ჯორჯიას უნივერსიტეტი, აბერდინის უნივერსიტეტი, ედინბურგის უნივერსიტეტი, ბირმინგენის უნივერსიტეტი, ბრუნელის უნივერსიტეტი, ლივერპულის უნივერსიტეტი, ლონდონის უნივერსიტეტი, ამსტერდამის უნივერსიტეტი, ნეშატელის უნივერსიტეტი, პიერ და მარია კიურების სახელობის პარიზის უნივერსიტეტი, სოფიას უნივერსიტეტი და მრავალი სხვა .
ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ინტენსიური კვლევები წარმოებს ასევე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სტენფორდის უნივერსიტეტში, კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, NASA-ში დაა.შ.
დეპარტამენტში ხორციელდება სხვადასხვა ტიპის როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული კვლევები, რომლებშიდაც სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ.
მაგალითად: ქართული ენის კომპიუტერიზაციის პროექტი, რომელიც მრავალ აქტუალურ და საჭირო ამოცანას მოიცავს და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა გააჩნია. ასევე სრულდება კვლევები ნეიროინფორმატიკის, ბიოინფორმატიკის, ბიომეტრიის, გამოსახულებათა დამუშავების და ბუნებრივი ენის შემუშავების მიმართულებით.
სპეციალობის საგნების ჩამონათვალი:
შესავალი საინფორმაციო ტექნოლოგიებში;
დაპროგრამების საფუძვლები;
ოპერაციული სისტემები;
კომპიუტერის არქიტექტურა;
ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება (С++/C# -ს ბაზაზე);
შესავალი კომპიუტერულ ქსელებში;
ვებ–ტექნოლოგიების საფუძვლები;
მონაცემთა ბაზების აგების საფუძვლები;
პროექტების მართვის ინფორმაციული ტექნოლოგიები;
შესავალი ხელოვნურ ინტელექტში;
ნეიროინფორმატიკის საფუძვლები;;
კომპიუტერული გრაფიკის საფუძვლები;
ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება (C# -ის ბაზაზე);
დაპროგრამება ხელოვნური ინტელექტის სისტემებისათვის;
კომპიუტერული ხედვა;
კომპიუტერული გრაფიკული პროგრამის გამოყენების საფუძვლები;
ნეიროინფორმატიკა;
კომპიუტერული ანიმაცია ხელოვნური ინტელექტის სისტემებში;
სახეთა ამოცნობა;
ვებ-დაპროგრამების ტექნოლოგია PHP;
პარალელური დაპროგრამების ენა CUDA;
ექსპერტული სისტემები;
ვიზუალური დაპროგრამება C# ენაზე;
რთული ობიექტების მოდელირება;
ინტელექტუალური აგენტების თეორია;
ცოდნის მოძიება მონაცემთა ბაზებში;
ვიზუალური დაპროგრამება Java ენაზე;
ბუნებრივი ენის დამუშავება;
ბიომეტრიული ამომცნობი სისტემები;
ხელოვნური ინტელექტის მეთოდები პროგნოზირების ამოცანებში;
ვებ ტექნოლოგიები (HTML5, JavaScript, JQuery);
კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;
მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები (SQL , Oracle);
ხელოვნური ნეირონული ქსელების სინთეზი;
კომპიუტერული გრაფიკა და მულტიმედია;
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კომპიუტერულ თამაშებში;
კომპიუტერული თამაშების პროექტირების საფუძვლები Unity-ს გარემოში;
ჰიბრიდული ინტელექტუალური სისტემები;
ხელოვნური ინტელექტი რობოტოტექნიკაში.
იხილეთ დეპარტამენტის ვებ-გვერდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
იხილეთ დეპარტამენტის ვებ-გვერდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
Comments
Post a Comment