რა არის ბიომეტრია???
ბიომეტრია არის ხელოვნური ინტელექტის დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის პერსონალური ფიზიკური მახასიათებლებისა და ქცევის ნიშნების გაზომვისა და ფორმალიზაციის მეთოდებსა და ხერხებს, აგრეთვე მათ გამოყენებას ადამიანის იდენტიფიკაციისა ან ვერიფიკაციისათვის.
ადამიანის ბიომეტრიული მახასიათებელი (აბმ) ეწოდება ადამიანის ფენოტიპის ელემენტის ან ქცევის ნიშნის გაზომვის შედეგებს, რომელთა ადრე დარეგისტრირებულ ანალოგიურ აბმ—სთან (ეტალონი, შაბლონი) შედარების პროცესში ხორციელდება პიროვნების იდენტიფიკაცის ან ვერიფიკაციის პროცედურა.
ბიომეტრიული სისტემა წარმოადგენს ავტომატიზირებულ სისტემას, რომელიც წყვეტს პიროვნების იდენტიფიკაციის ან ვერიფიკაციის ამოცანებს და ანხორციელებს შემდეგ ამოცანებს:
• კონკრეტული მომხმარებლისგან აბმ-ს ნაკრების რეგისტრაცია;
• აბმ-ს ნაკრებიასგან ბიომეტრიული მონაცემების ვექტორის ჩამოყალიბება;
• ნიშნების ბიომეტრიული ვექტორის ჩამოყალიბება;
• ნიშნების ბიომეტრიული ვექტორების შედარება ეტალონებთან (შაბლონებთან);
• შედარებადი აბმ-ების შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
• იდენტიფიკაციის (ვერიფიკაციის) მიღწევის შესახებ შედეგის ჩამოყალიბება:
• იდენტიფიკაციის (ვერიფიკაციის) პროცესის გამეორების, დასრულების ან სახეცვლილების გადაწყვეტილების მიღება.
პიროვნების იდენტიფიკაციის ან ვერიფიკაციის მიზნით აბმ-ს ჩამოყალიბების და გამოყენების მეთოდებს ეწოდება ბიომეტრიული ტექნოლოგიები (ბტ). Bბტ_ში გამოიყენება აბმ-ს როგორც სტატიკური, ისე დინამიკური წყაროები.
გამოყენებადი ნიშნები:
სახის ფორმა (სახის ცალკეული დეტალების (ნაკვთების) ოვალი, ფორმა და ზომა)
• სახის გეომეტრიული პარამეტრები – მანძილები გარკვეულ წერტილებს შორის
• კანქვეშა სისხლძარღვების ნახატი სახის თერმოგრამაზე
• თვალის ფერადი გარსის სტრუქტურა
• ბადეზე სისხლძარღვების ნახატი
• Yყურის ფორმა (კონტური და დახრა, ბიბილოს ფორმა და დამაგრება და სხვ.)
• Yყურის გეომეტრიული პარამეტრები – მანძილები ყურის გარკვეულ წერტილებს შორის
• ხელის გეომეტრია – თითების სიგანე, სიგრძე, სიმარლე, მანძილები გარკვეულ წერტილებს შორის
• ხელის მტევნის უკანა მხარეს თითების მოხრის ადგილებში კანის ნაოწების უსწორმასწორობანი
• ხელის მტევნის უკანა მხარეს ვენების ნახატი, რომელიც მიიღება ინფრაწითელი გაშუქებისას
• ნახატი ხელის გულზე
• პაპილარული ნახატი, როგორც მთლიანი გამოსახულება
• მინუციების პარამეტრები (კოორდინატები, ორიენტაცია, ტიპი)
• პაპილარული ნახატის სივრცულ-სიხშირული სპექტრის პარამეტრები
• ხელმოქერა, როგორც ორგანზომილებიანი ბინარული გამოსახულება
• ხელმოწერა, როგორც ორი კოორდინატის ფუნქცია
• ხელმოწერის დინამიკა (დაწოლის ძალა და დროის კოორდინატი)
აბმ-ს წყაროს არჩევა ძირითად ამოცანას წარმოადგენს კონკრეტული ბიომეტრიული ტექნოლოგიების (ბტ) შექმნისას. იდეალური აბმ უნდა იყოს უნივერსალური, უნიკალური, სტაბილური, აწყობადი. უნივერსალურობა ნიშნავს (გულისხმობს) იმას, რომ ყოველ ადამიანს გააჩნია ბიომეტრიული მახასიათებელი. Uუნიკალურობა ნიშნავს, რომ არ შეიძლება იყოს ორი ადამიანი აბმ-ს იდენტური მნიშვნელობებით. სტაბილურობა – აბმ–ს დროისგან დამოუკიდებლობა. Aაწყობადობა – ყოველი ინდივიდუუმისგან აბმ-ს მიღების შესაძლებლობა.
რეალური აბმ არ არის იდეალური და ეს ზღუდავს მათ გამოყენებას. Aაბმ-ს ისეთი წყაროების აღნიშნული თვისებების ექპერტული შეფასების შედეგად, როგორებიცაა სახის გამოსახულებები და თერმოგრამები, თითის ანაბეჭდები, ხელის გეომეტრია, თვალის ფერადი გარსი, ბადის გამოსახულება, ხელმოწერა, ხმა, ტუჩების, ყურების გამოსახულება, ხელწერისა და სიარული დინამიკა, დადგენილია, რომ არც ერტი მახასიათებელთაგანი არ აკმაყოფილებს ჩამოთვლილი თვისებების მოთხოვნებს (იხ. ცხრილი). Aამა თუ იმ აბმ-ს გამოყენების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მათი უნივერსალურობა და უნიკალურობა, რაც ირიბად შეიძლება დასაბუთებულ იქნას მათი ურთიერთკავშირით ადამიანის გენოტიპთან ან კაროტიპთან.
ბიომეტრიის განვითარების ისტორია
ამოცნობის ბიომეტრიული მეთოდები კაცობრიობის მიერ გამოიყენება მისი არსებობის მთელ მანძილზე. ყველაზე ხშირად, ჩვენ ნაცნობ ხალხს ზუსტად მათი მეშვეობით ვცნობთ - სახით, ხმით ან სიარულით. ბიომეტრიის მასიური გამოყენების პირველი ნაბიჯები შეიძლება დავუკავშიროთ ალფონს ბარტილიონს. XIX საუკუნის 90-იან წლებში, პარიზის პოლიციის კარტოთეკაში მუშაობისას, იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ზრდასრული ადამიანის ანათვლების 14 ერთეულის შეხამებისთვის (სიმაღლე, თავის მოყვანილობა და სიგრძე, ტანის ზედა ნაწილის სიგრძე და ა.შ.) თანხვედრის შანსი ალბათობის თეორიის თანახმად არის უსასრულოდ მცირე (დაახ. 3,5х10-9) და თუ კი გულდასმით ჩატარდება ყოველი დამნაშავის ზომების აღება, მიღებული შედეგების შეტანა პირად ბარათებში, შესაძლებელი გახდება უშეცდომო იდენტიფიკაცია. რიგი მსხვილი საქმეების შემდგომ იდენტიფიკაციის ეს სისტემა საფრანგეთის პოლიციამ "შეიარაღებაზე აიყვანა".
ანაზომების ჯამის მიხედვით იდენტიფიკაცია შეცვალა დაქტილოსკოპიამ. XX საუკუნის დასაწყისში ინგლისელმა ედვარდ ჰენრიმ შემოგვთავაზა მეთოდი, რომლითაც ანაბეჭდების მიხედვით იდენტიფიკაცია იკავებდა რამდენიმე წუთს. 10 წლის შემდეგ ანაბეჭდების სისტემა გამოიყენებოდა მთელს ევროპაში.
როგორც ისტორიული მაგალითებიდან ჩანს, ბიომეტრიული ტექნოლოგიები, პირველ რიგში, დაქტილოსკოპიური. დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენება კრიმინალისტიკაში, ხოლო გასული საუკუნის ბოლოდან ტექნიკის განვითარებასთან დაკავაშირებით, გაჩნდა ადამიანის გარეგნობის ან ქცევის თავისებურებების მიხედვით ადამიანის ამოცნობის ალგორითმის ფორმალიზების და ამისთვის ავტომატიზირებული სისტემების გამოყენების საშუალება.
1938 წელს შეიქმნა ამერიკის სტატისტიკური ასოციაციის ბიომეტრიული სექცია. შემდეგ, 1947 წ. ვუდს ჰოლში (ა.შ.შ.) ჩატარდა "პირველი საერთაშორისო ბიომეტრიული კონფერენცია", რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა საერთაშორისო ბიომეტრიული საზოგადოება. საერთაშორისო ბიომეტრიული საზოგადოების კონფერენციები ტარდებოდა 1949წ. 1953წ. 1958წ. 1963წ. 1967წ. და ა.შ.
1978წ. ჩამოყალიბდა კლინიკური ბიოსტატისტიკის საერთაშორისო საზოგადოება (IშჩB), რომლის ეროვნული განყოფილებები არის რამდენიმე ათეულ ქვეყანაში, მათ შორის ა.შ.შ. ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში, კანადაში, ესპანეთში, პოლონეთში, უნგრეთში, სამხრეთ აფრიკაში, კენიაში და ა.შ.
პირსონისა და გალტონის მიერ 1901 წელს დაარსებული ჟურნალის "Bიომეტრიკა" გარდა გამოდიოდა ჟურნალები "Bიომეტრიცს" (1945წ) და "Bიომეტრისცჰე ძეიტსცჰრიფტ" (1959წ). სტატისტიკის სფეროს გაფართოებამ მოიტანა ის, რომ ომის შემდგომ წლებში გაჩნდა ამგვარი მიმართულების სხვა ჟურნალებიც, მაგალითად, "ფსიქომეტრიკა", “ტექნომეტრიკა", "ეკონომეტრიკა", "ნაუკომეტრიკა", რომელთა მასალები ეძღვნება მეცნიერების სხვადასხვა სფეროებში სტატისტიკის გამოყენებას. უკვე 18 წელია გამომცემლობა ჟOHN ჭILEY & შONშ მიერ გამოიცემა სპეციალიზირებული ჟურნალი "შტატისტიცს ინ Mედიცინე". 1998 წელს ამ გამომცემლობამ გამოუშვა 6-ტომეული "ბიოსტატისტიკის ენციკლოპედია", რომელიც შეიცავს 200-ზე მეტ სტატიას. ყველა ეს გამოცემა ასრულებს არა მარტო სასწავლო ფუნქციას, არამედ უნერგავს მკითხველს ექსპერიმენტული მონაცემების პროფესიონალური დამუშავების მოთხოვნილებას და უყალიბებს გემოვნებას. ამასთან ერთად, შექმნილია ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის მრავალრიცხოვანი ფაკულტეტები, ბიოსტატისტიკის სკოლები და კურსები, გამოიცა ბიომეტრიის სპეციალიზირებული ლიტერატურის დიდი რაოდენობა და ა.შ.
2001 წლის 11 სექტემბრამდე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბიომეტრიული სისტემები გამოიყენებოდა მხოლოდ სამხედრო საიდუმლოებებისა და ყველაზე მნიშვნელოვანი კომერციული ინფორმაციის დასაცავად. ხოლო ტერაქტის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ჯერ დაშვების ბომეტრიული სისტემებით აღჭურვეს აეროპორტები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები და ხალხის თავშეყრის სხვა ადგილები. მომატებულმა მოთხოვნამ გამოიწვია ამ დარგში კვლევების ჩატარება, რამაც თავის მხრივ მოიტანა ახალი მოწყობილობებისა და მთელი რიგი ტექნოლოგიების გამოჩენა. ცხადია, ბიომეტრიული მოწყობილობების ბაზრის ზრდამ გამოიწვია ამით დაკავებული კომპანიების რიხვის გაზრდა, ხოლო შექმნილმა კონკურენციამ გამოიწვია საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბიომეტრიულ სისტემებზე ფასის მნიშვნელოვანი კლება.
ა.შ.შ.-ს უვიზო პროგრამის ფარგლებში 27 ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ შევიდნენ ა.შ.შ.-ს ტერიტორიაზე უვიზოდ 90 დღის ვადით, მაგრამ, მათ აუცილებლად უნდა გააჩნდეთ ბიომეტრიული დოკუმენტები. პროგრამის მოქმედება დაიწყო 2005 წლის 26 ოქტომბერს. პროგრამაში მონაწილე სახელმწიფოებს შორის არის ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი მონაკო, ნიდერლანდები, პორტუგალია, სინგაპური, ფინეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, შვედეთი და იაპონია.
2007 წლის 1 იანვრიდან მოქმედებაში შემოდის ეროვნული სტანდარტი ГОСТ 52633-2006 - "ინფორმაციის დაცვა. ინფორმაციის დაცვის ტექნიკა. მოთხოვნები მაღალსაიმედო ბიომეტრიული იდენტიფიკაციის საშუალებების მიმართ". მასში ფორმულირებულია მოთხოვნები მაღალსაიმედო ბიომეტრიული იდენტიფიკაციის საშუალებების მიმართ დიდი და ზედიდი მრავალფენიანი ხელოვნური ნეირონული ქსელების ბაზაზე გამოსასვლელების და შემოსასვლელების დიდი რაოდენობით.
დღეს ბიომეტრია აქტიურად ვითარდება. ეს უმეტესად დაკავშირებულია მოწინავე ქვეყნების მთავრობების გადაწყვეტილებასთან გამოიყენონ ის საპასპორტო-სავიზო დოკუმენტებში, რამაც ამ სფეროში მსხვილი მატერიალური და ფინანსური რესურსები მოიტანა. არსებობს საზოგადოების დიდი ინტერესიც ამ სახის ტექნოლოგიების მიმართ.
ბიომეტრიული იდენტიფიკაციის
მეთოდების კლასიფიკაცია
ბიომეტრიული იდენტიფიკაციის მეთოდები იყოფა ორ ჯგუფად - სტატიკური და დინამიკური.
სტატიკური მეთოდები დაფუძნებულია იმ ფიზიოლოგიურ მახასიათებლებზე, რომლებიც უნიკალურია თითოეული ადამიანისთვის და არ იცვლება მთელი ცხოვრების მანძილზე (თუ, რა თქმა უნდა, სერიოზულ ტრავმებს არ მივიღებთ მხედველობაში).
ამ ჯგუფში შემავალი მეთოდებია:
თითის ანაბეჭდის ამოცნობა, ხელის გულის ფორმა, ხელის გულის წინა მხარეს ვენების განლაგება, თვალის ფერადი გარსი, სახის ფორმა, სახის თერმოგარამა, დნმ და სხვა მეთოდები: ბიომეტრიული იდენტიფიკაციისათვის შეიძლება ასევე ადამიანის სხვა უნიკალური მახასიათებლების (ნიშნების) გამოყენება, მაგალითად ფრჩხილქვეშა კანის ფენა, სკანირებისთვის მითითებული თითების მოცულობა, ყურის ფორმა, ტანის სუნი და ა. შ. ადამიანების არომატების მიხედით იდენტიფიკაციის ალგორითმს შეიმუშავებენ ბრიტანელი მეცნიერები, მათმა ბერძენმა კოლეგებმა კი აღმოაჩინეს, რომ ყოველი ადამიანის ტვინის ელექტრომაგნიტური გამოსხივებაც უნიკალურია. მწარმოებლები: AIMშ (ფრჩხილქვეშა ფენის აგებულება), Aპოგეე Bიომეტრიცს (ხელის გულის კანქვეშა ფენა).
დინამიკური მეთოდები მუშაობს ადამიანის ე. წ. ყოფაქცევით ნიშნებთან - მისთვის დამახასიათებელ ქვეცნობიერ მოძრაობებთან, რომლებიც თან სდევენ სავსებით გათვითცნობიერებულ ქმედებებს, მაგალითად, კლავიატურიდან ტექსტის შეყვანა, ხელწერა (კალიგრაფია), კლავიატურული ხელწერა, ხმა და სხვა მეთოდები, მაგ. არსებობს ისეთი უნიკალური საშუალებები, როგორიცაა თითოეული სიტყვის წარმოთქმისას ტუჩების მოძრაობის მიხედვით იდენტიფიკაცია, კარის საკეტში გასაღების მობრუნების დინამიკის მიხედვით იდენტიფიკაცია და ა.შ.
ბიომეტრიულ სისტემებს შეუძლიათ იმუშაონ იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის რეჟიმებში.
ვერიფიკაცია ეწოდება ახლად წაკითხული და დამუშავებული ბიომეტრიული ნიშნის მათემატიკური მოდელის შედარებას კონკრეტულ მათემატიკურ მოდელთან, რომელიც ინახება დაშვების ბარათზე ან შეესაბამება გარკვეულ პაროლს და კოდს.
იდენტიფიკაცია არის მონაცემთა ბაზაში (მბ) მათემატიკური მოდელის მოძებნა, რომელიც ახლად შექმნილის იდენტურია.
ვერიფიკაციის რეჟიმი გააჩნიათ ე.წ. მრავალფაქტორულ სისტემებს, რომლებიც "ცნობენ" ადამიანს არა მხოლოდ ერთი ბიომეტრიული ნიშნის მიხედვით, არამედ რომელიმე დამატებითი ნიშნებით. ყველაზე ხშირად ვერიფიკაცია შემდეგნაირად ხდება: ადამიანს ბიომეტრიული სისტემის ტერმინალთან მიაქვს ბარათი ან კრეფს დაშვების საკუთარ პერსონალურ კოდს, რის შედეგადაც ციფრული კოდი (შაბლონი), რომელიც დაშვების შეყვანილ კოდს შეესაბამება, იტვირთება ტერმინალის მეხსიერებაში ბიომეტრიულის სისტემის მბ-დან ან - ბარათის შემთხვევაში - უბრალოდ წაიკითხება (ბარათიდან). შემდეგ სტუმარი "წარუდგენს" ტერმინალს საკუთარ ბიომეტრიულ ნიშანს, რომელსაც გადაამუშავებს ტერმინალი და გარდაქმნის ციფრულ კოდად. ამ კოდის შედარება ხდება პირველ ეტაპზე მიღებულ კოდთან და შედარების შედეგებიდან გამომდინარე ტერმინალი "უშვებს" ან "არ უშვებს" სტუმარს.
ბიომეტრიული იდენტიფიკაციის ყველა სისტემის ძირითადი მახასიათებლებია პირველი და მეორე ტიპის შეცდომები. ეს პარამეტრები უკუპროპორციულია: რაც მეტია ერთი მაჩვენებელი, მით ნაკლებია მეორე.
პირველი ტიპის შეცდომა Fღღ (Fალსე ღეჯეცტ ღატე, ცრუ უარის ალბათობა) - ეს არის დაშვებაზე ცრუ უარის შემთხვევების თანაფარდობა იდენტიფიკაციის მცდელობების საერთო რაოდენობასთან.
მეორე ტიპის შეცდომა FAღ (Fალსე Aცცეპტანცე ღატე, ცრუ დაშვების ალბათობა) - ეს იმის ალბათობა არის, რომ სისტემა აღიქვამს უცხო პირს როგორც დარეგისტრირებულ მომხმარებელს.
რა კრიტერიუმებით ირჩევენ ბიომერიულ სისტემას?
ზოგიერთ სისტემაში ხდება ამ პარამეტრების პროგრამული აწყობა, ამიტომ ადმინისტრატორს, სისტემის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, შეუძლია აირჩიოს პირველი და მეორე ტიპის შეცდომების მნიშვნელობა საკუთარი შეხედულებისამებრ. მაგალითად დიდი რაოდენობით მომხმარებლის მქონე სისტემებში რეკომენდირებულია FAღ - მაღალი მნიშვნელობა, რომ მოხდეს იდენტიფიკაციისას შეცდომის ალბათობის მინიმიზაცია. თუ აუცილებელია იდენტიფიკაციის მაღალი სიჩქარე, ადგენენ FAღ - ის საშუალო ან დაბალ მნიშვნელობას.
დასაფიქრებელია მბ-ს ზომები, რომელთანაც შეძლებს მუშაობას ბიომეტრიული სისტემა. თუ საუბარია საშუალო ზომების ოფისზე, ეს პარამეტრი არ არის კრიტიკული. ამ შემთხვევაში, უსაფრთხოების სამსახურმა უკეთესია მიაქციოს ყურადღება ბიომეტრიულ სისტემებს, რომლებიც გათვლილია მცირე მოცულობის მონაცემებთან სამუშაოდ. სხვა თანაბარი პირობებისას იდენტიფიკაციის სიჩქარე ამ სისტემას შედარებით მაღალი ექნება (შედარებით დაბალი ღირებულებისას). თუ კი საჭიროა მსხვილმაშტაბური ბიომეტრიული სისტემის შექმნა, მბ-ს ზომაც უნდა იყოს შესაბამისი. თუმცა, ასეთი სისტემის არჩევისას უნდა გამოვიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან ზოგადად, დიდ მბ-თან მუშაობისას შესაძლებელია იდენტიფიკაციის დროის გაზრდაც, სისტემის გაჭედვაც და არაკორექტული მუშაობაც. ზოგიერთმა მწაარმოებელმა წარმატებით მოაგვარა ეს პრობლემა, როდესაც დაიწყეს მბ-ს სეგმენტირება. მაგალითად, შაგემ შეცურიტე - გადაწყვეტილებებში მბ ნაწილდება 3000 პიქსელიან სექტორებად და ძებნა იდენტიფიკაციისას წარმოებს გარკვეულ სექტორში. ამან საშუალება მისცა მიეღწიათ 1,1 წამზე ნაკლები იდენტიფიკაციის დროისთვის მბ-ს საერთო მოცულობისას 50000 პიქსელი.
და მაინც, ბიომეტრიული იდენტიფიკაციის მეთოდებიდან რომელია ყველაზე საიმედო? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ სხვადასხვა მეთოდების შედარებას მეორე სახის შეცდომის მიხედვით, რადგან პირველი სახის შეცდომა შეიძლება განსხვავდებოდეს იმ სისტემებშიც კი, რომლებიც იყენებენბიომეტრიული იდენტიფიკაციის ერთი და იგივე მეთოდს და დამოკიდებულია აღჭურვილობაზე. აღმოჩნდა, რომ ყველაზე საიმედოა სისტემები, რომლებიც იყენებენ სტატიკურ ნიშნებს. მაგრამ, ასეთი სისტემები დინამიურზე უფრო ძვირი ღირს. ყველაზე საიმედო მეთოდია – ანალიზი დნმ-ს საფუძველზე, ყველაზე ნაკლებ საიმედო - ხმის საფუძველზე. დანარჩენი მეთოდები განაწილდა შემდეგი სახით:
- დნმ
- თვალის ფერადი გარსი, თვალის ბადურა
- თითის ანაბეჭდი, სახის თერმოგრაფია, ხელის გულის ფორმა
- სახის ფორმა, ხელის მტევანსა და გულზე ვენების განლაგება
- ხელმოწერა
- კლავიატურული ხელწერა
- ხმა
უსაფრთხოების სისტემებში გამოყენების სიხშირით პირველ ადგილზე გავიდა თვალის ფერადი გარსისა და თითის ანაბეჭდების სკანირების ტექნოლოგია.
1. თვალის ფერადი გარსი - 34%;
2. თითის ანაბეჭდები - 34%
3. ხელის გეომეტრია - 25%;
4. სახის ფორმა - 15%;
5. ხმა - 11%;
6. ხელმოწერა - 3%.
დინამიური მეთოდები მუშაობენ ადამიანის ე. წ. ყოფაქცევით ნიშნებთან - მისთვის დამახასიათებელ ქვეცნობიერ მოძრაობებთან, რომლებიც თან სდევენ სავსებით გათვითცნობიერებულ ქმედებებს, მაგალითად, კლავიატურიდან ტექსტის შეყვანა, ხელწერა (კალიგრაფია) და ა.შ.
სად გამოიყენება ბიომეტრიული სისტემები?
სპეცსამსახურები
თანამედროვე ბიომეტრიული სიტემები, რომლებიც სამოქალაქო ობიექტებზე გამოიყენება, სათავეს პოლიციიდან იღებს. დღესდღეობით პოლიცია და სპეცსამსახურები აქტიურად ნერგავენ ბიომეტრიულ ტექნოლოგიებს, რომლებიც დაეხმარებათ დამნაშავეების ძებნასა და ტერორისტების გამოვლენაში. Aამ სფეროში ტრადიციულ დაქტილოსკოპიურ სისტემებთან ერთად, ბოლო რამდენიმე წელიწადში დიდი პოპულარობა მოიპოვა სახის ამოცნობის და ხალხის მასაში სახის ძებნის ფუნქციის მქონე ინტელექტუალურმა ვიდეომეთვალყუ¬რეობის სისტემებმა, რომლებიც შემადგენელი ნაწილის სახით შეიძლება ჩართული იყოს ამოცნობის მოდულში. ხშირად, ასეთ სისტემებში სახის დაფიქსირებისთვის იყენებენ რამდენიმე კამერას, რომლებიც ოპტიმალური რაკურსის შერჩევის შესაძლებლობას იძლევა. ზოგჯერ სახის ამოცნობის სისტემას უპირატესობას ანიჭებენ სხვა ბიომეტრიულ სისტემებთან შედარებით, რიგი მიზეზების გამო. ერთ-ერთი მათგანია – მომხმარებლის სისტემასთან ფიზიკური კონტაქტის არ ქონა. როდესაც სისტემის წინაშე დგას ამოცანა, გამოავლინოს მასაში შესაძლო ტერორისტი, სახის ამოცნობის სისტემას ეფექტურობით ვერც ერთი სხვა ვერ შეედრება. ხალხის მოძრაობაში ამოცნობის უნარი, კონტროლის ზღვარზე ადამიანის გაჩერების აუცილებლობის გარეშე, და აგრეთვე ვიდეოკამერის მხედველობის არეში მოხვედრილი ყველა ადამიანის სახის ერთდროული ამოცნობა, შესაძლოა მეტად სასრგებლო აღმოჩნდეს როგორც ხალხის დიდი რაოდენობით თავშეყრის ადგილებში, აეროპორტები და მეტრო, ასევე საწარმოების გასაშვებ პუნქტებზე. ასეთი სისტემების მთავარი პლიუსი არის უსაფრთოხების სისტემის და მისი შემადგენლების კომპლექსური რეაქციის უზრუნველყოფა, და აგრეთვე ამოცნობისა და იდენტიფიკაციის შედეგების მიხედვით ავტომატური შეტყობინება.
ფინანსური სტრუქტურები
ადამიანებმა, რომელთა სამუშაო სხვისი ფულის დათვლაა, უკვე დიდი ხანია შეაფასეს ბიომეტრიული სისტემები. ბანკები და სხვა საფინანსო ორგანიზაციებს თავის დაცვა სჭირდებათ პირველ რიგში “თავისიანებისგან”. ბანკის თანამშრომლების მხრიდან ინფორმაციის ბოროტი გამოყენების თავიდან არიდების მიზნით, უსაფრთხოების სამსახურები იძულებულნი არიან იზრუნონ, რომ ყოველი ოპერაციის ავტორობა ყოველთვის დასტურდებოდეს და რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფორმაციასთან დაშვება მკაცრად იყოს შეზღუდული. აღმოჩნდა, რომ ამის მიღწევა ყველაზე მარტივად და ეფექტურად ბიომეტრიის საშუალებით შეიძლება. Aამ სექტორში პოპულარულია დაქტილოსკოპიური წამკითხველები და ელექტრონული ხელმოწერით ამომცნობი სისტემები. Bბევრი ბანკი იწყებს ბიომეტრიის დანერგვას არა მარტო როგორც საბანკო საიდუმლოს დაცვისა და მასთან დაშვების კონტროლის საშუალებისა, არამედ კლიენტების იდენტიფიკაციისთვის კრედიტების გაფორმებისას და ფინანსური ოპერაციების განსა¬ხორციელებლად ბანკებსა და ბანკომატებში. ზოგიეთი მსხვილი მაღაზია აგრეთვე გადადის გადახდის ბიომეტრიულ სისტემაზე, სადაც ანგარიშთან დასაშვებად გამოიყენება მფლობელის თითის ანაბეჭდი.
აეროპორტები
აეროპორტის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო კვანძის, უსაფრთხოების სისტემის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება არის არა იმდენად აეროპორტის ქონების შენარჩუნება, რამდენადაც მგზავრთა და თანამშრომელთა უსაფრთხოების შენარჩუნება. ბოლო ათწლეულის მოვლენებმა აჩვენა, თუ რამდენად ადვილი მისაწვდომია ტერორისტებისთვის სატრანსპორტო სისტემები და რამდენად აუნაზღაურებელი ზარალი შეიძლება მიაყენოს საზოგადოებას სატრანსპორტო კვანძების მიმართ მსუბუქმა დამოკიდებულებამ, სადაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი გადის.Mმრავალი ტერორისტული აქტი ავიაციის გამოყენებით მოხდა ბილეთის სხვა პირის მიმართ გადაცემის შემდეგ. ასეთი ოპერაციის საფრთხე მატულობს, თუ ხდება ერთიანი რეგისტრაცია რეისზე გადასხდომით. ბიომეტრიული სისტემები საშუალებას იძლევა მინიმუმამდე დავიდეს სხვა პირისთვის ბილეთის გადაცემის ალბათობა დარეგისტრირებული მგზავრის რეისზე უშუალოდ დაჯდომის წინ ვერიფიკაციის წყალობით. Eეს შემდეგი სახით ხდება. რეგისტრაციისას ხდება მგზავრის ბიომეტრიული მონაცემების სკანირება (მაგალითად თითის ანაბეჭდები), მათი ციფრულ კოდში გადაყვანა (გარდაქმნა) და მაგნიტურ ფირზე, ან ინფორმაცის სხვა მატარებელზე ჩაწერა. რეისზე დასხდომისას, მგზავრის ბიომეტრიული მონაცემები ხელმეორედ სკანირდება, რის შემდეგაც ხდება მათი შედარება ვერიფიკაციისას ჩაწერილ ბომეტრიულ შაბლონთან. Aამგვარად, სისტემა იძლევა გარანტიას, რომ თვითმფრინავში ჯდება ის ადამიანი, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია.Mგზავრების რეისზე რეგისტრაციისთვის ბიომეტრიული სისტემების გამოყენების გარდა აეროპორტებს შემოაქვთ ერთგვარი ლოიალობის პროგრამა – რეგისტრაციის გამარტივებული სქემა მგზავრებისთვის, რომლებიც ხშირად სარგებლობენ სამოქალაქო ავიაციის მომსახურებით. იდენტიფიკაციის გამარტივებული პროცედურა, რომელიც განხორ¬ციელებულია ამ და სხვა მსგავს პროგრამებში, საშუალებას იძლევა ერთი მგზავრის რეგისტრაციის დრო შემცირდეს ნახევარი საათიდან ხუთ წუთამდე. პროგრამაში შესვლისას ახალი მომხმარებელი საკმაოდ მკაცრ შემოწმებას გადის, სამაგიეროდ შემდგომში ის დაზოგავს დროსაც და ნერვებსაც. ასეთი პროგრამებისთვის საჭიროა რამოდენიმე ბიომეტრიული ნიშანი, მაგალითად, სახის ფორმა და თვალის ბადურის სურათი. პროგრამაში ახალი მონაწილის შესვლისას ხდება მისი ბიომეტრიული მონაცემების აღება და შესაბამისი შაბლონები საპასპორტო მონაცემებთან ერთად იწერება ჩიპზე, რომელიც განთავსდება პლასტიკურ ბარათზე, აგრეთვე ხდება მათი შეტანა სისტემის მონაცემთა ბაზაში. როდესაც პროგრამის მონაწილე მოდის რეისზე დასარეგისტრირებლად, რადიოსკანერი კითხულობს ინფორმაციას ჩიპიდან, ხოლო კამერა სურათს უღებს სახეს. მიღებული მონაცემების შედარება ხდება მონაცემთა ბაზაში შენახულ მონაცემებთან. შემდეგ მგზავრს ეძლევა დაბეჭდილი ბილეთი (ტალონი), რომლითაც ის მიდის ბიომეტრიული სისტემის შემდეგ ტერმინალთან – იქ ხდება მისი თვალის ფერადი გარსის სკანირება, რომელიც აგრეთვე ედარება მონაცემთა ბაზაში შენახულ შაბლონს. ამის შემდეგ მიიჩნევა, რომ მგზავრმა გაიარა რეგისტრაცია. ცხადია, როგორც ნებისმიერი სხვა საწარმოსთვის, აეროპორტისთვის აქტუალურია დაშვების კონტროლის სისტემა ბიომეტრიის ბაზაზე.
საგანმანათლებლო დაწესებულებები
სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ბიომეტრიის დანერგვა დაიწყეს რამდენიმე წლის წინ და დღეს ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. Bბიომეტრიული სისტემების დამნერგა-ვებისთვის სკოლა ფანტაზიის ყველაზე დიდ გასაქანს იძლევა. აღსანიშნავია, რომ ბიომეტრიული სისტემების სტანდარტული სისტემა – სკოლასა და საკლასო ოთახებში დაშვების კონტროლი, აგრეთვე ბავშვთა დასწრების კონტროლი – ჯერ კიდევ შემუშავების სტადიაშია. ბიბლიოთეკებში ბიომეტრიის გამოყენებამ კი ფართო გავრცელება მოიპოვა.Bბევრი სკოლა სასადილოში აყენებს ფერადი გარსის სკანირების სისტემას. Eეს თავისებური საგადასახადო სისტემაა. მშობლები თავისი ბავშვის ანგარიშზე რიცხავენ ფულს და როდესაც ბავშვი საუზმის მისაღებად მიდის ფანჯარასთან, სისტემა ახორციელებს ვერიფიკაციას და მისი ანგარიშიდან გარკვეული რაოდენობის თანხას იღებს. საშეღავათო კატეგორიის ბავშვები, რომელთაც ეკუთვნით უფასო საუზმე, გადიან იმავე პროცედურას, მაგრამ მათი ანგარიშების რაოდენობა უცვლელი რჩება. ასეთი სისტემა ყველასთვის მოსახერხებელია. მასწავლებლებს არ სჭირდება ბავშვებისგან საუზმის ფულის აკრეფა. მშობლებს შეუძლიათ აკონტროლონ ბავშვის ანგარიშის მდგომარეობა და იყვნენ დარწმუნებული, რომ გამოყოფილი ფული ბავშვმა დახარჯა საუზმეზე. ხოლო შეღავათების მქონე ბავშვები არაფრით განსხვავდებიან საერთო მასისგან და მათ არ დასცინიან თანატოლები.
დისტანციური განათლება
დღესდღეობით, დისტანციური სწავლება აქტიურად განვითარებად სფეროს წარმოადგენს. ახალმა ტექნოლოგიებმა საფუძვლიანად შეცვალა წარმოდგენები დისტანციური სწავლების შესახებ. კომპიუტერების, საკაბელო ხაზების, თანამგზავრების და ა.შ. მეშვეობით, ახლა შესაძლებელი ხდება პირისპირ ურთიერთობა არა მარტო ორი, არამედ მოსაუბრეთა ჯგუფისთვისაც, რომლებიც ერთმანეთისგან სადენებით არიან დაშორებული. დღეისათვის სწავლების დისტანციური ფორმა ისეთივე კანონიერია, როგორც დასწრებითი. მისი რეგლამენტირება ხდება რიგი კანონების მიხედვით, როგორიცაა კანონი “უმაღლესი განათლების შესახებ”, მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურმა განათლებამ უკვე განვლო განვითარების მნიშვნელოვანი გზა, ამ სფეროში საკმაოდ ბევრი პრობლემა რჩება, რაც განსაკუთრებით აისახება საქართველოს მაგალითზე, რასაც ხელს უწყობს ზოგადად ქართული ინტერნეტ-სივრცის არასათანადო განვითარება.
ამ პროცესის მხარდამჭერი პროგრამული უზრუნველყოფა, უნდა ასრულებდეს შემდეგ ფუნქციებს:
1. სასწავლო კურსების შექმნა და მხარდაჭერა;
2. დისტანციური განათლების მოსწავლეთა ცოდნის კონტროლის შესაძლებლობა;
3. ყველა “დისტანციური” მოსწავლის სწავლების მდგომარეობის მეთვალყურეობა
მაგრამ ყველაზე გლობალურ პრობლემას წარმოადგენს ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ეფექტური იდენტიფიკაციის უზრუნველყოფა მანძილზე სწავლების სეანსისას, ასევე ტესტირების და საშინაო დავალების ჩაბარების დროს.
და რატომ ხდება საჭირო ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენება განათლებაში?
ადამიანის იდენტიფიკაციის ამოცანა კრიტიკულია ბევრ ყოველდღიურ სიტუაციაშიც. სულ უფრო ხშირად ვაწყდებით იმ პიროვნებების თაღლითობას, რომლებიც თავს სხვად ასაღებენ სასტუმროების ნომრებში შესვლის, საბანკო ტერმინალების მეშვეობით ნაღდი ფულის მოხსნის, ეგმ (ელექტრონულ გამომთვლელი მანქანები) ქსელში დაშვების მიღების ან ინტერაქტიული საყიდლების შეძენის მცდელობისას.
პიროვნების იდენტიფიკაციის ტრადიციული მეთოდები, რომელთა საფუძველშიც სხვადასხვა საიდენტიფიკაცო ბარათები, გასაღები ან უნიკალური მონაცემები დევს, როგორიცაა მაგალითად, პაროლი, არ არის საიმედო იმ დონეზე, როგორც ეს დღეს არის საჭირო. იდენტიფიკატორების საიმედოობის ამაღლების შემდეგი ნაბიჯი გახდა პიროვნების ამოცნობის მიზნით ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენების მცდელობები.
პრობლემათა დიაპაზონი, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, ძალიან ფართოა:
1. თავიდან არიდებულ იქნას ბოროტმოქმედთა შეღწევა დაცულ ტერიტორიებსა და შენობა-ნაგებობეში დოკუმენტების, ბარათებისა და პაროლების გაყალბების და მოპარვის მეშვეობით;
2. მოხდეს ინფორმაციასთან დაშვების შეზღუდვა და უზრუნველყოფილ იქნას პერსონალური პასუხისმგებლობა მის შენახვაზე;
3. უზრუნველყოფილ იქნას მხოლოდ სერტიფიცირებული სპეციალისტების დაშვება საპასუხისმგებლო ობიექტებთან;
4. ნადები ხარჯების თავიდან არიდება, რომლებიც დაკავშირებულია დაშვების სისტემების (ბარათები, გასაღები) ექსპლუატაციასთან;
5. გასაღების, ბარათების, პაროლების დაკარგვასთან, დაზიანებასთან ან ელემენტარულ დავიწყებასთან დაკავშირებული პრობლემების გამორიცხვა;
6. თანამშრომელთა დაშვებისა და დასწრების აღრიცხვის ორგანიზება.
ბიომეტრიული იდენტიფიკაცია ფართოდ გამოიყენება სწავლების დისტანციური ფორმის რეალიზებისას ბევრ უცხოურ უნივერსიტეტში.
რასაკვირველია, აქვე მოიაზრება ასევე დასწრებული სწავლების ის პროცესები, რომლებიც საჭიროებს სტუდენტის დაშვებას მისი ტესტირებისას ან შესრულებული დავალების ჩაბარებისას.
ღია რჩება ტექნოლოგიების ღირებულების საკითხი, რომლებიც უზრუნველყოფენ პიროვნების ცალსახა იდენტიფიკაციას და როგორ აისახება ეს სწავლების ღირებულებაზე.
ბიომეტრია საბრძოლო მოქმედებების ზონაში
ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენების წყალობით, როგორებიცაა თითის ანაბეჭდების შემოწმება და პიროვნების იდენტიფიკაცია თვალის ფერადი გარსის მიხედვით, ამერიკელებმა ავღანეთში და ერაყში 2008 წელს დაიჭირეს 400-ზე მეტი ძიებაში მყოფი პირი.
“ცუდი ბიჭების დაჭერაში ჩვენ დიდ წარმატებებს მივაღწიეთ” – განაცხადა ლაიზა სვენმა, ა.შ.შ.–ს ჯარის ბიომეტრიული ტექნოლოგიების ჯგუფის დირექტორის მოადგილემ. რამოდენიმე წლის განმავლობაში ჯგუფმა შეძლო მონაცემთა ბაზების შევსება ერაყის 2,5 მლნ. მაცხოვრებლის შესახებ.
სანამ ამერიკელების მიერ კონტროლირებად ნებისმიერ საკონტროლო გამშვებ პუნქტს გადაკვეთენ, ერაყელები გადიან ბიომეტრიულ კონტროლს. შემოწმებას ექვემდებარება ყველა ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომლებსაც უშვებენ ამერიკული ბაზების ტერიტორიაზე ერაყსა და ავღანეთში. მონაცემთა ბაზაში აგრეთვე ყველა დაკავებული ხვდება, დაკავების მიზეზის მიუხედავად.
ტექნოლოგია პირველ რიგში ტერორისტების თვალყურის დევნისთვის გამოიყენება, და აგრეთვე იმ პიროვნებების, რომლებიც ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადებაში მონაწილეობდნენ. აქვე გამოავლინდებიან აგრეთვე მოქალაქეები, რომლებიც იძებნებიან სისხლის სამართლის სხვა დარღვევებისათვის.
აფეთქებული ჭურვების ყველა ფრაგმენტიდან სპეციალისტები იღებენ თითის ანაბეჭდებს, თუ შეძლეს მათი აღმოჩენა. Mეს მონაცემები შეაქვთ კომპიუტერულ ბაზაში.
ერაყის სოფლებში ბიომეტრიულ კონტროლს ექვემდებარება აგრეთვე ყველა ახალი ჩამოსული პირი, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ კონტროლირებად დასახლებულ პუნქტებში.
ამერიკის ჯარი თანდათანობით ემზადება სრულად გადასცეს ქვეეყნის კონტროლის უფლებამოსილებები ერაყის ძალოვან სტრუქტურებს. აქ ჩნდება კითხვები მოპოვებული მონაცემების გამოყენების თაობაზე.
“არც თუ ისე დიდ წარსულში იყო პრეცედენტი, როდესაც იდენტიფიკაციის სისტემები ხალხის საზიანოდ გამოყენებულა – განაცხადა ჯიმ ჰარპერმა, კეტოს ინსტიტუტის საინფორმაციო კვლევების დირექტორმა. პერსონალური ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენდა ფოტოსურათს და იყო ადგილობრივი ტომის კუთვნილება, გამოიყენებოდა რუანდაში სისხლიანი შეტაკებების დროს. ახდენდნენ ხალხის იდენტიფიცირებას მონაცემთა ბაზის მიხედვით, შემდეგ კი კლავდნენ მაჩეტეს მეშვეობით. მსგავსი სიტუაცია შეიძლება განმეორდეს ერაყში”.
სპეციალისიტებს მიაჩნიათ, რომ ამერიკელი სამხედროების მიერ ერაყში მოპოვებული პერსონალური მონაცემების ვრცელი ბაზა, შეიძლება გამოყენებულ იქნას ქვეყნის მომავალი მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის საზიანოდ.
ამერიკელი სამხედროები აღიარებენ ერაყის მთავრობისთვის მონაცემთა ბაზის გადაცემასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, მაგრამ აცხადებენ, რომ ღებულობენ ყველა ზომას მოპოვებული ინფორმაციისადმი დაშვების შეზღუდვისვის. ბიომეტრიული ტექნოლოგიების ჯგუფის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბაზასთან დაშვებას აძლევენ მხოლოდ კარგად შემოწმებულ პარტნიორებს ერაყის ძალოვანი სტრუქტურებიდან.
ავღანეთში და ერაყში მონაცემთა მოსაპოვებლად ამერიკელი სამხედროები იყენებენ სისტემებს BAთ (Bიომეტრიცს Aუტომატედ თოოლსეტ) და HIIDE (Hანდჰელდ Iნტერაგენცყ Iდენტიტყ Dეტეცტიონ Eქუიპმენტ).Kკომპლექტი BAთ შედგება ოთხი ნაწილისგან – ნოუთბუკი, ციფრული კამერა, თითის ანაბეჭდების სკანერი და ფერადი გარსის სკანერი. მოპოვებული მონაცემები მოწმდება მონაცემთა ბაზაში, რომელსაც შეიცავს ნოუთბუკი. ხდება ბაზის პერიოდული სინქრონიზირება ბიომეტრიული ტექნოლოგიების ჯგუფის სერვერთან. HIIDE – მობილური ტერმინალია, რომელიც თითის ანაბეჭდების, ფოტოსურათების, ბადის და გამოკითხვის შედეგად მიღებული ბიოგრაფიული მონაცემების ფიქსირების საშუალებას იძლევა. ბიოგრაფიული მონაცემები შედგება 35 პუნქტისგან. საზღვაო გემებისა და ნავების ეკიპაჟების შესახებ მონაცემების მოპოვებისთვის გამოიყენება სპეციალური საფლოტო კომპლექტი, რომელიც დაცულია წყლისა და ვიბრაციული ზემოქმედებისგან.Aამერიკული ჯარის მიერ გამოყენებადი აღჭურვილობა მცირეა. დღის წესრიგში დგას თვალის ფერადი გარსის სკანერების შესყიდვა, რომელიც შესძლებს ადამიანის იდენტიფიცირებას მანძილზე. მიაჩნიათ, რომ ასეთი სისტემები შეძლებენ მძღოლების საიმედო კონტროლს საკონტროლო გამშვებ პუნქტთან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების გარეშე. ჯგუფის წარმომადგენელმა გრეგ ჯონსონმა განაცხადა, რომ წლის განმავლობაში გამოცდილ იქნა 50-ზე მეტი ბიომეტრიული სისტემა, ზოგი მათგანი ცნობდა ხალხს სიარულის ანალიზით, ყურის ფორმით, ხელის გულებისა და თითების კაპილარული სურათით და ინდივიდუალური სუნითაც კი. სახის ავტომატური ამოცნობის ტექნოლოგია, რომელიც პერსპექტიულად მიიჩნეოდა, ჯერ-ჯერობით არ გამოდგა პრატიკული რეალიზაციისთვის. არ არსებობს პროგრამულ-აპარატული კომპლექსები, რომლებიც, მოახდენდა ადამიანის სახით იდენტიფიცირებას ისეთი საიმედოობით, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა რეალურ პირობებში. ზოგი ტექნოლოგია მიჩნეულია არაეთიკურად. მაგალითად, მაღალი საიმედოობა ახასიათებს თვალის ბადურით იდენტიფიკაციის ტექნოლოგიას. მაგრამ ამ მეთოდმა შეიძლება აჩვენოს ბევრი დაავადების ნიშანი, როგორიც არის დიაბეტი და კიბოს ზოგიერთი სახეობა. მიღებულმა ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს დისკრიმინაცია ჯანმრთელობის მგდომარეობის მიხედვით დაზღვევის მიღებისას ან სამსახურის დაწყებისას.
მობილური ტელეფონები და ბიომეტრია
მობილური ტელეფონების გამოყენება მგზავრთა ლოკალიზაციის მოწყობილობის სახით შეამცირებდა გადადებული (დაკავებული) რეისების რაოდენობას და დაუზოგავდა ავიაგადამზიდებს 600 მლნ დოლარს. ასეთი კვლევა ჩაატარა საგზავრო გადაყვანების სექტორისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმწოდებელმა კომპანიამ – შIთA. შIთA – ს უწყება შეიცავს კემბრიჯის უნივერსიტეტის მოხსენებას, რომელიც ამტკიცებს, რომ ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა მგზავრის ადგილმდებარეობის დადგენა მისი მობილურის მეშვეობით და მისთვის შეტყობინებების გაგზავნა იმის შესახებ, თუ სად არის რეისის გამგზავრების კარები, ან უბრალოდ დახმარება უზარმაზარ საერთაშორისო აეროპორტებში დაკარგულთათვის, საშუალებას მისცემს ავიახაზებს ყოველწლიურად დაზოგონ ასობით მილიონი დოლარი.Aასე, მთელ მსოფლიოში დარეგისტრირებული 4 მილიარდი მობილური ტელეფონი შეიძლება გარდაიქმნას “ავიაგადაზიდვების სექტორისთვის აუცილებელ ინსტრუმენტებად ხუთი წლის ფარგლებში”, ხაზგასმულია მოხსენებაში. Gგარდა ამისა, მობილურების საქაღალდეები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მგზავრობის, სამგზავრო ტალონების, ბარგის მიღების ადგილის, ბილეთის ღირებულების შესახებ ინფორმაციის შენახვისათვის. “არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ მომავალში მობილური ტელეფონები გამოიყენებოდეს ბიომეტრიული ინფორმაციისა და მიღებული ვიზების შესანახად”, - ნათქვამია შIთA – ს მოხსენებაში.
შIთA – ს ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი ჯიმ პიტერსი (ჟიმ Pეტერს) მიიჩნევს, რომ ეს “ციფრული მგზავრები” დაეუფლებიან ფრენების ცხრილის რეალურ დროში განახლების, მგზავრებისა და ბარგის რეგისტრაციის და აგრეთვე მობილურით გადახდის ფუნქციებს. ამ სერვისებიდან ზოგიერთი უკვე ხელმისაწვდომია მგზავრებისთვის, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ნორვეგია, იაპონია და გერმანია, სადაც “ქაღალდების გარეშე მგზავრობა რომელიღაც მიმართულებებით უკვე ჩვეული რეალობაა”.
თავის მხრივ, შIთA – ს აღმასრულებელი დირექტორი ფრანჩესკო ვიოლანტე (Fრანცესცო Vიოლანტე) ირწმუნება, რომ ავიაგადაზიდვების სექტორი “საჭიროებს ამ “რადიკალური” ტექნოლოგიების მიღებას”. ამასთან, “მომგებიანი მხარე ის არის, რომ შემცირდება მგზავრების კითხვებზე პასუხების გაცემის დრო, გაიზრდება თვითმომსახურების დონე და გაჩნდება შემოსავლის ახალი წყაროები და რაც ყველაზე მთავარია, დაცული იქნება როგორც მგზავრთა, ასევე სახელმწიფოთა უსაფრთხოება”.
საწარმოები
საწარმოებზე ბიომეტრია გამოიყენება დაშვების კონტროლისა და სამუშაო დროის აღრიცხვისთვის, აგრეთვე უზრუნველყოფს პერსონალის უსაფრთხოებას, საწარმოო პროცესების მთელი ჯაჭვის კონტროლს, მატერიალური ფასეულობების დაცულობასა და საინფორმაციო უსაფრთხოებას. Bბიომეტრიული სისტემა შეიძლება იყოს საწარმოს ინტეგრირებული უსაფრთხოების სისტემის შემადგენელი ნაწილი. Nნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი სისტემისთვის დამახასიათებელია კონტროლირებადი გასასვლელი წერტილების დიდი რაოდენობა და მონაცემთა ბაზის ზომები, აგრეთვე შენობა-ნაგებობზე და ოპერაციებზე დაშვების რთული ლოგიკა.
ყველაზე ხშირად ბიომეტრიული სისტემა საწარმოზე მუშაობს ვერიფიკაციის რეჟიმში. ერთის მხრივ, ბიომეტრიული შაბლონი ინახება დაშვების ბარათზე, სისტემას არ სჭირდება მონაცემთა ბაზის მიმართვა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში საშუალებას იძლევა გამოიყენონ შედარებით მცირე მონაცემთა ბაზის მქონე სისტემა და ამის ხარჯზე დაზოგონ თანხები. Mმეორეს მხრივ, რადგანაც ბარათთან ერთად საწარმოს თანამშრომელმა უნდა წარადგინოს თავისი ბიომეტრიული ნიშანი, სისტემა დაცულია დაშვების ბარათების დაკარგვისა და გადაცემისგან. თუ ბიომეტრიულ სისტემას დაცვის სხვა საშუალებებით შევავსებთ, მაგალითად სასწორით, შეიძლება გამოვრიცხოთ სიტუაციები, როდესაც იმ თანამშორმლებთან ერთად, რომელთაც დაცულ შენობა-ნაგებობაში შესვლის უფლება აქვთ, შედის კიდევ რამოდენიმე ადამიანი.
Comments
Post a Comment